top of page
butt.png

უვადოდ არჩეული 9 მოსამართლე

Writer: George ShotadzeGeorge Shotadze

თამარ კიკაჩეიშვილი

21 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ღია კენჭისყრის საფუძველზე, 9 მოსამართლე უვადოდ აირჩია. 2014 წლის 27 მაისის დადგენილებით, მოსამართლეებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის და შერჩევის პროცედურების გავლის გათვალისწინებით, უვადოდ აირჩევდნენ. 16 აპრილს ამ მოსამართლეებთან გასაუბრება საბჭომ  ჩაატარა, რომელმაც ასევე მათი სამწლიანი საქმიანობა გაანალიზა და შეაფასა.

  1. კენჭისყის შედეგების მიხედვით, ხმათა სრული უმრავლესობით ნინო ბუაჩიძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა.

  2. 14 ხმით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ თეა ლეონიძე

  3. 14 ხმით მაგისტრად მოსამართლედ ბოლნისის რაიონის  მარნეულის მუნიციპალიტეტში მანანა მესხიშვილი აირჩიეს.

  4. 14 ხმა მიიღო ლევან დარბაიძემაც, რომელიც  გორის  რაიონული სასამართლოს  მოსამართლედ გამწესდა.

  5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრად მოსამართლედ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლაშა თავართქილაძე გამწესდა.

  6. თეთრიწყაროს რაიონის მაგისტრად მოსამართლედ წალკის მუნიციპალიტეტში სოფო გაგნიძე აირჩიეს.

  7. ნანა კალანდაძე სამტრედიის რაიონული სასამართლოს,  მაგისტრად მოსამართლედ, ვანის მუნიციპალიტეტში უვადოდ გამწესდა.

  8. შოთა ბიჭია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

  9. მანუჩარ ცაცუა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრად მოსამართლედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაამწესეს.

Comments


დაგვიკავშირდით

მადლობა გამოხმაურებისთვის

Kavshirebi_Logo_Color_Horizontal_GEO.png
JDPC.png
NED-logo.svg.png
Final_logo_GEO_PNG-288x300.png
occrp-1.png
  • Facebook
  • LinkedIn
  • YouTube

©2019 by Kavshirebi. 

bottom of page