ელისო ტუკვაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ელისო ტუკვაძეს, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც მან 28/05/2014 შეავსო, არ აქვს მითითებული შპს ”დრუსო”, რომლის დირექტორი, პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლის 26 ივლისიდან არის მიხეილ ჯიქია, ელისო ტუკვაძის მეუღლე.
ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვაზე მივიღეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს პრესსამსახურის კონსულტანტის, თეონა ქობულაძის წერილობითი პასუხი:
”თქვენი 2015 წლის 19 მაისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მოსამართლე შპს „დრუსოში“ თავისი ოჯახის წევრის მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამასთან, თქვენი შეტყობინების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „დრუსოს“ დაფუძნებიდან დღემდე, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია და მას არ გააჩნია არანაირი აქტივი, რაც დასტურდება ასევე შემოსავლების სამსახურში საწარმოს პირად აღრიცხვის ბარათზე ასახული მონაცემებით.
დანართი: 2015 წლის 20 მარტს დამოწმებული ამონაწერი შპს „დრუსოს“ პირადი აღრიცხვის ბარათიდან „2“ ფურცლად.”
საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:
Commentaires