პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა უკვე წარადგინეს ფინანსურ დეკლარაციები, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ეს მონაცემები ბაზაში ჯერ არ აუტვირთავს. ჩვენ გამოვითხოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ შევსებული დაახლოებით 6000 დეკლარაცია.
მონაცემები ახლახანს მივიღეთ, ამიტომ სრულყოფილად ჯერჯერობით არ დაგვიხარისხებია.
ყველა კანდიდატის დეკლარაციის სანახავად გადადით ამ ბმულზე.
ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ მათი გამოქვეყნება, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა, კანდიდატებისადმი საჯარო ინტერესი მაღალია და სხვაგან ეს ინფორმაცია არსად მოიძებნება.
დეკლარაციები მხოლოდ პარტიებადაა დაყოფილი. ზოგიერთი ფაილში მითითებულია -- რომელი პირის დეკლარაციაა, ზოგიერთი -- ჯერჯერობით, კვლავ დასამუშავებელია.
ზოგ ფაილში ერთდროულად რამდენიმე პირის დეკლარაციაა დასკანერებული, ამიტომ სასურველი დეკლარაციის მოსაძებნად პარტიის ფოლდერში pdf-ების სრულად დათვალიერება მოგიწევთ.
გაითვალისწინეთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის წერილის თანახმად, იმ კანდიდატებს რომლებიც აქამდე თანამდებობის პირები იყვნენ და ისედაც უწევდათ დეკლარაციის შევსება, საარჩევნო დეკლარაციის შევსება აღარ ევალებოდათ, ამიტომ მათი დეკლარაციებს აქ ვერ ნახავთ და ისინი საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემთა ბაზაში უნდა მოიძიოთ.
ამ დეკლარაციებს შორის კი შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ კანდიდატების მონაცემები, რომლებსაც საჯარო დეკლარაცია უახლოეს წარსულში არ ჩაუბარებიათ. მაგალითად:
Comments