ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2008-2010 წლებში ცესკოს
თავმჯდომარე იყო, ხოლო 2010-2012 წლებში პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობა ეჭირა, დღეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის, თანაშემწეა.
“რომ გადახედოთ ჩემი და გივის ბიოგრაფიას ნახავთ, რომ 1988 წლიდან, სტუდენტური მოძრაობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და, შესაბამისად, ხან ისეა — ხან ესეა ცხოვრება. ლაპარაკია დეპუტატის თანშემწეზე, რომელიც ეხმარება დეპუტატს მასალების მოგროვებაში.
მე ვასრულებ იმ მოვალეობებს პირნათლად, რაც ეხება დეპუტატის თანაშემწის მოვალეობის შესრულებას”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი.
top of page
Search
bottom of page
コメント